პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი საელჩოს მოუწოდებს არ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და გაითვალისწინონ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა.
"ასომთავრულს თქვენ ვერ გაიგებთ, ვერც ნუსხა-ხუცურს.
მხედრულის თარგმნა Google-ით შესაძლებელია და იქნებ გაიგოთ:
ნაბიჯი პირველი - დააოკეთ თქვენი გავლენის ბენეფიციარები!
ნაბიჯი მეორე - ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებს ჩვენ თვითონვე გადავწყვეტთ!
ნაბიჯი მესამე - საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ნება იბოძეთ, გაითავისოთ ეს, თქვენთვისვე აჯობებს!"- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.