ის, რომ ოპოზიციის ბრალდებები იყო ჰაერიდან მოტანილი და ემსახურებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას მსოფლიო არენაზე, ამ ყველაფერზე მეტყველებს ეს დასკვნა, - ასე აფასებს ლევან მაჭავარიანი შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
„ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად აქ ჩამოვიდნენ ბრიტანელი, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ სანქციებით თემით არიან დაკავებულები, მათ დაადასტურეს, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი და საქართველო 5-იანზე მუშაობს ამ მიმართულებითაც. დისკრედიტაციის კამპანია არა მარტო ამ მიმართულებით მიდის, ზოგადად, ძალიან ბევრ ორმაგ სტანდარტთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის გაზრდილი ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოდან რუსეთში სატრანზიტო ვაჭრობა გამოწვეულია სავაჭრო ნაკადების პოზიტიური ცვლილებებით - ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაშია. აქვე საუბარია სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე. შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტი წერს, რომ აღნიშნული ბრალდებები საეჭვო, ნაჩქარევი დასკვნებით არის გამოწვეული.