პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კურსკისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმის მცდელობასა და თავდასხმას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სურვილი ვიღაცას აქვს, რადგან სწორედ ამაზე მეტყველებს ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა.
„"ვიღაცას" ძალიან უნდა, რომ რუსეთმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. სხვას რა მივაწერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმა და ასეთი თავდასხმის მცდელობა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე. მინდა ამ "ვიღაცის", იმ კოლექტიური "ლომჯარიების" ფარულ სიხარულს ჩავწვდე - დღეს, უკვე ბირთვული არმაგედონის მოლოდინში რომ იმყოფებიან. ის ევროპელები დამანახა, რომლებსაც რცხვენიათ, რომ ჩერნობილის კატასტროფა, თავის დროზე, არა მათ შუაგულში განვითარდა...მოკლედ, სრული და ყოვლისმომცველი ს ა გ ი ჟ ე თ ი!“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.