ივანიშვილმა ამერიკელი დესპანები ამჯერადაც გაწბილებული დატოვა

ივანიშვილმა ამერიკელი დესპანები ამჯერადაც გაწბილებული დატოვა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სენატორ ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი არ მიიღო. სენატორი შაჰინი ბიძინა ივანიშვილის უარით გაწბილებული დარჩა და როგორც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე.

„დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა „რუსული კანონი“. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ მისი მიღების ფაქტი გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე - ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა.

სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ - ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

კონგრესმენ მაიკ ტერნერის ძალიან აღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და როგორც განმარტავს, სწორედ, ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში. მისი თქმით, იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამიტომ ელოდებიან იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება.

„ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, ჩვენ რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსი. ორივე მტკიცედ და ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად“, - განაცხადა კონგრესმენმა.

თუ რატომ არ შეხვდა ამერიკელ სენატორს და კონგრსმენს ბიძინა ივანიშვილი, ეს მიზეზები მკაფიოდ განემარტათ ამერიკელ პარტნიორებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. თუ დადგება დღის წესრიგში ამ მიზეზების გასაჯაროება, შესაბამისი, მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც სამწუხაროა. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე.

ყველამ კარგად იცის, ვინ ვინ არის და რას ემსახურება ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოში ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.

ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაშ ასე, ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციას წყვეტს. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. მისი თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც პროტოკოლის და სტრატეგიული პარტნიორობის უხეში დარღვევა არის. არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

„გაუგებარია სენატორის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის პოზიციით, იმედგაცრუებულია შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარის გამო და შეშფოთებულია მოახლოებული არჩევნებით. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით, შაჰინი და ივანიშვილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან, შესაბამისად, ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს, ამ შემთხვევაში სენატორის პოზიცია უცნაურია, რატომ ავალდებულებს შეხვედრას? ეს იგივეა აშშ-ში ელისაშვილი ჩავიდეს და გაბრაზდეს ბაიდენი რატომ არ შემხვდაო.

მეორე საკითხია საქართველოს საგარეო კურსი, საქართველო საკუთარი მისწრაფებების ერთგულია, პოზიცია არა ჩვენ, არამედ აშშ-მ შეიცვალა, რაც იმედგაცრუებას იწვევს, აშშ-ს და მისი წარმომადგენლების ქცევა არა პარტნიორების ქცევის, არამედ ბატონყმობის კლასიკური მაგალითია.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, შაჰინის განცხადებით, ის შეშფოთებულია და სურს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, ეს ის შაჰინია, რომელიც სააკაშვილის არჩევნებს „თავისუფალ არჩევნებად“ მიიჩნევდა, ხოლო შემდგომ არჩევნებში გარკვეულ დარღვევებს ხედავდა. აი, ასეთი „ობიექტურია“ ქალბატონო შაჰინი, რომლის შეფასება, რა თქმა უნდა, მიკერძოებულია და ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით, როცა ქართველი ერის სახელით საუბრობენ. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა.

„სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება: „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა“ ძალიან თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა. ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ნამდვილად ასე მოხდებოდა. ზოგადად, შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით, როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

მერაბ.g ქართველი ხალხის მაღალპროცენტიანი სესხებით უზრუნველმყოფელმა თაღლითმა ხაზარაძემ - "ივანიშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს დაემალაო" დამალვა იქნებოდა თავი რომ მოეავადმყოფებინა, სახლში არა ვარო ... აქ შეხვედრაზე უარის თქმაა, ანუ შენთვის გასაგებად და შეNთვის არაერთხელ გაკეთებულად "იდი ნა ხუია!"
3 თვის უკან
Gami "ორპალატიანი წუხილი" -- ორივე პალატა №6-ია?!
3 თვის უკან