რა მტკიცებულებები გადამალა სააკაშვილის ხელისუფლებამ?

რა მტკიცებულებები გადამალა სააკაშვილის ხელისუფლებამ?

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დადგინა, რომ 2008 წელს ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ქართულმა მხარემ მოიპოვა. რაც შეეხება ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, ამასთან დაკავშირებით საინტერესო პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციას ეთანხმებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად, ამ საკითხის გარშემო წარმართა. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ, სააკაშვილმა დაიწყო ომი, რაც დოკუმენტურადაც დაადასტურეს, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს - რადიკალურმა ოპოზიციამ ა საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტომის ომის თარიღად 7 აგვისტო გამოაცხადეს.

აქ საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სწორედ 8 აგვისტოს მიდიან, რადგან სწორედ 8 აგვისტოს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. როგორც ჩანს, თარიღის შეცვლა ერთგვარი ტაქტიკური სვლაა, თუმცა გამოძიებისთვის თარიღთან ერთად მნიშვნელოვანია ომის დღეებში ჩადენილი დანაშაული, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და მათ შორის ეს კითხვები კოდორის ხეობის ოკუპანტებისთვის ჩაბარებასაც უკავშირდება.

„როგორ მოხდა, რომ კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარეს 5 დღეში ოკუპანტებს? ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. ჩვენ, მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო ყველა პროცესში სასამართლოში, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?

მინდა, ჯერ კიდევ ამ უპასუხისმგებლო ოპონენტებს მივმართო, რომლებიც არიან შემოქმედნი ამ უბედურების და ტრაგედიის, ბედავენ თარიღთან დაკავშირებით მანიპულაციებს და სპეკულაციებს. რუსეთის ფედერაციამ 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია. არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. როგორ მოახერხა ამ უგუნურმა და გამყიდველმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით?

როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა იმისა, რომ ეს ყველა რისკი გათვალო, შესაბამისად, შენს ხალხს აარიდო, ომი იქნება თუ ნებისმიერი ესკალაცია, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის ხელისუფლებას მტკიცებულების გაყალბებაში სდებს ბრალს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა, გაწირა სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ვოლსკი აცხადებს, რეალურად, უფრო მეტი ბრალდება არსებობს მის მიმართ და ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება.

„2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასება აუცილებელია. სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არაერთი ბრალდება არსებობს. ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა სააკაშვილის ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გაწირა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც განზრახ არ გამოიყვანა ამ ზონიდან, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა. და სააკაშვილის ხელისუფლება იყო, რომელმაც ჩაშალა ის მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო მონაწილეობით მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ბრალდება არსებობს მის მიმართ და, რასაკვირველია, ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებითა და მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით 2008 წელს საქართველო გადარჩა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა, რამაც, ჭიაბერაშვილის აზრით, ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაშიც არის.

„როდესაც არის სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აი, ამ პოლარიზაციით თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით. ყველაზე მთავარი რაც იყო, თვითონ საზოგადოების ერთიანობაა.

საზოგადოების ერთიანობა არის ყველაზე მთავარი, რათა გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს. ამიტომ, საზოგადოების ერთიანობა ჩვენ მოგვაპოვებინებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა განვახორციელოთ; საქართველო გამოვიყვანოთ საერთაშორისო იზოლაციიდან, დავაბრუნოთ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში, რაც საბოლოოდ, განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და მოგვცემს ტერიტორიული აღდგენის შესაძლებლობას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რადიკალური ოპოზიციის მსგავსად, „გირჩის“ წევრს სანდრო რაქვიაშვილს პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. მისი თქმით, მაგალითად, ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო თუ არა, ეს არის აბსურდი. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უშლიდა ხელს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რაიმე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებინა.

„ადგილი აქვს აზრს მოკლებულ და არგუმენტებისაგან დაცლილ წინასაარჩევნო სპეკულაციას. პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი და 16 წლის წინანდელ ისტორიებს თუ 9-წლიან მმართველობას უბრუნდება. ის არჩევნებზე გასვლას ისევ „ნაცებზე“ ლაპარაკით აპირებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ხელისუფლებას არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს ან ადრე გამოეძიებინა - მის ხელშია სუს, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე.

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი. სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

მერაბ.g კოდორისათვის "ზემო აფხაზეთის" დარქმევა, ახალგორის ს/ოსეთის მიერტება, შემდეგ ომში უგუნურად ჩართვა "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" მიზნით, კოდორის უომრად ჩაბარება, სტრატეგიული ობიექტების რუსებისთვის გადაცემა, 20008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომლითაც ომის დაწყება ქართველებს გვბრალდებოდა არის ერთი ანტიქართული ჩანაფიქრის ნაწილები!
ახლა სხვა: 1. რატომ მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ რეზოლუცია, რომლითაც ომის დაწყება ქართველებს გვბრალდებოდა? 2. ვის ინტერესებში იყო ტალიავინის ლომისიის შექმნა და მისი დასკვნა? 3.ომის შემდეგ მთელი 7 წლის მანძილზე რატომ გვქონდა ქართველებს მძიმე შეიარაღების შეძენა? 4. 2010 წლის 9 მაისს რატომ იდგა წითელ მოედანზე აღლუმის დროს ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ტრიბუნაზე და ესალმებოდა რუსისი ჯარს, თითქოს საქართველოს ოკუპაცია არც ყოფილიყო
და საერთოდ, რა ქნა დასავლეთმა რუსი ოკუპანტისთვის თუნდაც სიმბოლურად ადგილის მისაჩენად?
ახლა გამოდის ეს ძალად პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ჯლოყინებს - "როგორ ბედავს ხელისუფლება და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა ლაბორატორიას..." ანუ ამერიკელს ჩვენი კანონი რომ არ მოეწონა და ამის გამო ლაბორატორიებს დაფინანსება შეუწყვიტა, ეს სწორი და ბუნებრივია?!
ახია შენზე ოცნება ზურაბიშვილების, მარგველაშვილების, ლომჯარიების, გუბაზების, ბერძენიშვილების, ბესელიების გამოჩიჩქნისთვის!
სხვა კიდევ შეიძლება გაამართლო, მაგრამ ოცნების საკადრო პოლიტიკა კატასტროფულია! უნდა მიხვდეთ, რომ ერთგულება არ კმარა (აქაც გეშლებათ) კვალიფიკაციაც საჭიროა!
3 თვის უკან
მერაბ.g მე-3 პუნქტს ბოლოში აკლია "აკრძალული"
3 თვის უკან