ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის მოლოდინშია - რა გავლენას მოახდენს ირანის და ისრაელის დაპირიპირება საქრათველოზე?

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის მოლოდინშია - რა გავლენას მოახდენს ირანის და ისრაელის დაპირიპირება საქრათველოზე?

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზეა და სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძაბოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათში დაიწყოს.

გამოცემა Axios სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ენტონი ბლინკენი ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით შეეცადა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი დარტყმების გავლენის შეზღუდვა საუკეთესო შანსია ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად.

წყაროების ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის შეიძლება დაიწყოს მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

„ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ იმ შესაძლებლობების გამო, რაც თქვენ გასულ წელს აჩვენეთ. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, - განაცხადა იოავ გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების მზადყოფნისა და შეტევითი პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის დიდი, გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა შეინარჩუნებს ისრაელის უსაფრთხოებას.

ის უარყოფს ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას მოთხოვნები დაუმატა.

„არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, „ჰამასია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.

„ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ირანის და ისრაეილის დაპირისპირება იმ მასშტაბის არ იქნება, რაც დიდხნიანი ომის სახე მიიღებს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და პირველ რიგში ეს ირანს არ უნდა აწყობდეს.

„რა თქმა უნდა, ახლა ირანი არ არის კარგ სიტუაციაში და ის დილემის წინაშე დგას. ერთი მხრივ, პასუხის გაუცემლობაც არ იქნება, მით უმეტეს დაანონსების ფონზე და მეორე მხრივ ფართომასშტაბიანი ომი მათ კარგს არაფერს მოუტანს. ეს იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი თავად ირანისთვის. პირველ რიგში 21-ე საუკუნეა და ეს ომი იქნება არა უშაულოდ სახმელეთო ბრძოლის სახით, არამედ ეს საჰაერო დარტყმების სახით იქნება. აქ კი ისარელს რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, ეს არაერთხელ დაადასტურა. ისრაელს ყველაფერი აქვს და ყველანაირად არის აღჭურვილი, რომ ირანსაც და „ჰეზბოლასაც“ წინააღმდეგობა გაუწიოს. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ და ეს ყველაფერი გათვლილი უკვე აქვთ. მეორე მხრივ, ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაშია. ჯერ ახლა მოხდა მისი ინაუგურაცია, ის არ არის მთლიანად პროცესებში ჩართული და მას პოლიტიკურად ეს არ უნდა აწყობდეს. შიდა პოლიტიკური სიტუაციაც ირანში ვიცით, რომ ძალიან მყიფეა. გვახსოვს, ალბათ, ის გამოსვლები და დაპირისპირება, რაც ბოლო წლებია ირანში ვითარდება. ამიტომ არის, რომ ჯერ 76 საათში უნდა გაეცა პასუხი, მაგრამ ვერ გასცეს ისრაელს. ახლა მოლოდინია, რომ 48 საათში უნდა დაარტყან. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკებს ირანელები კარგად ათვიცნობიერებენ, ამიტომ სხედან და ფიქრობენ, რა ქნან, რა ფორმით გასცენ პასუხი“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება თურექთის ფაქტორს და ერდოღანის პოზიციას, რომელიც ასევე, წესით, ჩვენს რეგიონზეც ასახვას ჰპოვებს, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ერდოღანს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში თავისი ინტერესი აქვს და ირანზე გავლენას შეეცდება.

„ჩვენ ვიცით, რომ ერდოღანს ამ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თურქეთი ასევე ნატოს წევრი ქვეყანაა. ამიტომ მას აქვს რესურსი, რომ ამერიკასა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს და მათი რაღაცაზე მორიგება მოხდეს. ეს ომი არავის არ აწყობს, არც ერთი მხარისთვის ახლა ახლო აღმოსავლეთში ამხელა ფრონტის გაშლა არავის უნდა. ვნახოთ, ველი რომ ერდოღანი თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, რეგიონში რაღაცებს აკონტროლებს და მას გავლენა აქვს, ამიტომ ჩარევას შეეცდება. ესე ერთგვარად ჩვენზეც მოახდენს გავლენას, თუმცა არა იმ ფორმით, რომ ქვეყანა სერიოზულად დაზიანდეს. არ ველი, რომ სამხრეთ კავკასიაზე ეს დიდ გავლენას მოახდენს, მით უმეტეს ირანში 30 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. არ ველი, რომ პორცესები ამ დონემდე გამწვავდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

თუმცა რა ფორმით მოახდენს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული დაპირისპირება საქართველოზე, თუკი ირანსა და ისრაელს შორის ეს დაპირისპირება ომის სახეს მიიღებს, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ამ კონფლიქტს იმ დონის გავლენა საქრათველოზე არ ექნება, რომ ამან ქვეყანა მნიშვნელოვანდ დააზიანოს.

„ამ დაპირისპირებამ რაც შეიძლება საქართველოს ზიანი მოუტანოს, ეს, ალბათ, ეკონომიკური იქნება, რადგან ირანი საქართველოსთვის ძალიან დიდი სავაჭრო პარტნიორია. ეს ეკონომიკაზე უფრო აისახება, ვიდრე ამას რაიმე პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. რამე სავალალო სიტუცია შეიქმნებაო, ამასაც ვერ ვიტყვით. ირანთან პოლიტიკური ურთიერთობები ნაკლებად გვაქვს, ამიტომ ამ მხრივ ზიანი არ იქნება და რეალური რისკები არც არსებობს. აგერ, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი უკრაინა უკვე მესამე წელია ომშია, მაგრამ საქართველოს ზიანი ამ მხრივ ნაკლები აქვს. შესაძლოა, რაღაცა პოლიტიკური თვალსაზრისით, იყოს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ სხვა მხრივ ამას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმა არ მოუყენებია. რაც შეეხება იმას, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, თუკი ომი დაიწყება, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სამყაროზე უნდა გააკეთოს არჩევანი“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

ლაზი "ამ კონფლიქტს იმ დონის გავლენა საქრათველოზე არ ექნება". არც ეგრე მატივად არის საქმე. თ ეგ ომი დაიწყო, ავტომატურად დაიწყება სანქციების ნაკადები, რომლებზე მიერთებასაც მოგვთხოვენ. არ არის გამორიცხული ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენებაც მოინდომონ, იგივე ირანის წინააღმდეგ.
ასე რომ, მაგ ომმა შიძლება დიდ შარში გაგვხვიოს.
3 თვის უკან