დავით მათიკაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება

დავით მათიკაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება ეს [საქართველო-აშშ-ის] ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებობს, გადაიტვირთოს და გადატვირთვა მოხდეს გაუმჯობესების კუთხით და არა - გაუარესების. სამწუხაროდ, ამერიკული მხარისგან ამის სურვილს და შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება ეს [საქართველო-აშშ-ის] ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.