ვერავინ გამიზომავს, რამდენჯერ უნდა ჩავიდე ხალხში, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თელავში იმართება.
„წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ერთ თვეში იწყება. ჩვენ სულ ასე ვართ, სულ დავდივართ და სულ ვივლი ხალხში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს. სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.