პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მონაცემებს ეხმიანება. კერძოდ, აღნიშნული მონაცემებით მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო უკრაინასთან შედარებით დაბალ პოზიციაზეა.
„2012 წლის შემდეგ საქართველოში მედია კუთხით არსებული ვითარება კარდინალურად შეცვლილია. ყველამ კარგად იცის, რომ თუნდაც ოპოზიციური ხმა საქართველოში ისმის, როგორი არასწორი და არაობიექტურიც არ უნდა იყოს. როდესაც ამას უკრაინას ადარებენ, რომელიც ომის პირობებშია და ამის გამო, ფაქტობრივად, მედია პლურალიზმი აღარ არსებობს და უკრაინას საქართველოზე წინ აყენებენ, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში მედიაგარემოს დაბალ შეფასებას აძლევს. რა ფაქტებს დაეყრდნო ორგანიზაცია, უცნობია.