პარიზში განცდილ მარცხს „ლელო“ პოლიტიკურ ეპილოგამდე მიჰყავს. რას აცხადებენ პარტიაში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პარიზში განცდილ მარცხს „ლელო“ პოლიტიკურ ეპილოგამდე მიჰყავს. რას აცხადებენ პარტიაში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პარიზში განცდილ მარცხს „ლელო“ პოლიტიკურ ეპილოგამდე მიჰყავს.

არჩევნებამდე 3 თვით ადრე პარტიას ის ბერკეტი გამოეცალა, რითაც პოლიტიკურ ველზე პოზიციონირებდა. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს კი არ მართებს მათი ვალი, პირიქით, ქვეყნისთვის თავად აქვთ გადასახდელი ჩაგდებული პროექტისა და რეპუტაციული ზიანისათვის. ხაზარაძე-ჯაფარიძე არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდნენ, თუმცა განმარტებებისთვის მზად ისევ არ აღმოჩნდნენ.

ნახეთ ნინო არღვლიანი თემის დეტალებით.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.