წლის ყვარყვარე, კარლსონი, ოთარაანთ ქვრივი და კონკია ქართულ პოლიტიკაში

წლის ყვარყვარე, კარლსონი, ოთარაანთ ქვრივი და კონკია ქართულ პოლიტიკაში

თით­ქ­მის ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩვენ გარ­შე­მო მა­თი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­­გა­ნიც რო­მე­ლი­მე გმირს ჰგავს, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყუ­რადღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლეთ. რა­ტომ­ღაც, რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე გა­ა­კე­თა. ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი და რეს­პონ­დენ­ტ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი კი ასე­თია: ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვის რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­სა თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟს ადა­რებთ?

წარმოგიდგენთ "წლის ყვარყვარეს", "წლის კარ­ლ­სო­ნს", "წლის ოთა­რა­ანთ ქვრი­ვსა" და "წლის კონ­კი­ას".

"წლის ყვარ­ყ­ვა­რე" - ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი და­სა­ხელ­და. მათ შო­რის, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა და ექ­ს­პერ­ტ­მა - გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მი­ი­ღეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტის, და­ვით კვი­ნი­კა­ძის პა­სუ­ხი გახ­ლ­დათ, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ნო­მი­ნა­ცია ერთ ექ­ს­პ­რომტ ლექ­ს­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა:
"ყვარ­ყ­ვა­რე - ში­ხი­აშ­ვი­ლი,/ არ მე­კა­მა­თოთ ამა­ში./ დიდ "ნა­ცებ­საც" კი აჯო­ბა,/ პრე­მი­ით ფუ­ლის ჭა­მა­ში./ კონ­კია სა­ნი­კი­ძეა,/ ად­რე ვინ იყო - ვინ იცის./ დღეს "ლი­მუ­ზი­ნებს" იწუ­ნებს,/ ენატ­რე­ბო­და "ვი­ლი­სიც"./ კომ­ბ­ლეს ბი­ძი­ნა მა­გო­ნებს,/ რომ გაგ­ვი­როზ­გა ბა­ტო­ნი,/ მი­სი გათ­ლი­ლი კომ­ბ­ლის­გან/ "ნა­ცებს" ეტი­რათ პატ­რო­ნი./ ერთს ვიც­ნობ, სულ რომ დაფ­რი­ნავს,/ მაგ­რამ არ უყ­ვარს "კრი­შა­ო"./ ფრე­ნით სულ კარ­ლ­სონს მა­გო­ნებს,/ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­შაო./ კარ­ლ­სონს უყ­ვარ­და მუ­რა­ბა/ და პრო­პე­ლე­რიც დი­დია./ მი­შა ჰალ­ს­ტუ­ხებს მი­ირ­თ­მევს,/ რო­დე­საც გულ­ზე ჰკი­დი­ა".

"წლის კარ­ლ­სო­ნი" - ნო­დარ ხა­დუ­რია, რად­გან ამ პერ­სო­ნაჟს გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავს", - სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გაგ­ვან­დო კი­დევ ერ­თ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა. მე­ო­რის აზ­რით კი, კარ­ლ­სო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლია, რად­გან ექ­ს­პ­რე­ზი­დენ­ტი სულ დაფ­რი­ნავს.

"წლის ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი" - ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და­ა­სახე­ლეს. არ ვი­ცით, აქვს თუ არა მას რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი, მაგ­რამ რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, მის ქცე­ვებ­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ამ პერ­სო­ნა­ჟი­სე­უ­ლი სიმ­ტ­კი­ცე ჩანს.

"წლის კონ­კი­ა" - გა­მო­კითხულ რეს­პონ­დენ­ტ­თა ნა­წილ­მა ამ ნო­მი­ნა­ცი­ის კან­დი­დატ­თა შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი, მა­კა ჩი­ჩუა და­ა­სა­ხე­ლა იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის გაც­ნო­ბამ­დე ქალ­ბა­ტო­ნი 

მა­კა ვი­ზა­ჟის­ტად მუ­შა­ობ­და. ახ­ლა კი გა­უ­მარ­თ­ლა და ლა­მის პირ­ვე­ლი ლე­დი გახ­და... ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში უპი­რო­ბო ლი­დე­რი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე გახ­ლავთ. ხალ­ხის აზ­რით, მას ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თ­ლა: შარ­შან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და და მი­სი მა­ჭან­კ­ლო­ბა არც მე­ტი, არც - ნაკ­ლე­ბი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იკის­რა. სწო­რედ ამი­ტომ, ხალ­ხ­მა ბა­ტონ ბი­ძი­ნას "წლის ხა­ნუ­მა" უწო­და, თუმ­ცა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის სა­ხელს მხო­ლოდ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში არ გა­ი­გო­ნებთ.