რომან გოცირიძე - ღალატი დასჯადია - აი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი საქართველოს პრორუსი ხელისუფლების მიმართ - მთავარი დამსჯელი იქნება ქართველი ხალხი ოქტომბრის არჩევნებში

რომან გოცირიძე - ღალატი დასჯადია - აი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი საქართველოს პრორუსი ხელისუფლების მიმართ - მთავარი დამსჯელი იქნება ქართველი ხალხი ოქტომბრის არჩევნებში

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე „უკიდურესად საგანგაშოს“ უწოდებს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ.

გოცირიძის შეფასებით, „საქართველოს პრორუსული მთავრობა ღალატის გამო ისჯება".

„როგორც ირკვევა, ევროკავშირი აპირებს დახმარების შეწყვეტას არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, რომელიც უკვე განხორციელდა, არამედ ყველა მიმართულებით. ეს უმძიმეს შედეგებს მოახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე, როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური კუთხით.

ევროკავშირის ყველა სტრუქტურა, საფინანსო ინსტიტუტები, ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ბანკები, როგორცაა ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი, ისევე როგორც აშშ-ს დონორებით შექმნილი ორგანიზაციები, როგორც არის მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე შეუწყვეტენ საქართველოს დახმარებას.

ამათზე არის დამოკიდებული საქართველოს ფინანსური სტაბილურობა, მისი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. როგორც ვხედავთ, ჩვენი დასავლელი მეგობრები საგანგებოდ სჯიან საქართველოს მთავრობას, მათ შორის იქნება უმძიმესი პერსონალური სანქცია თუ სასჯელი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უღალატა ქვეყანას და გადაწყვიტა ემსახუროს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ხოლო ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს.

ღალატი დასჯადია - აი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი საქართველოს პრორუსი ხელისუფლების მიმართ. მთავარი დამსჯელი იქნება ქართველი ხალხი ოქტომბრის არჩევნებში", - აცხადებს რომან გოცირიძე.