გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მან სენეგალელი მბაგნიკ დიაიე იპონით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გადავიდა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი აქვს - ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.