საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26კმ-ში, სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.