ვარლამ ლიპარტელიანი: ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, ის რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა, ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც საქართველო დგას

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, ის რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა, ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც საქართველო დგას

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი ვარლამ ლიპარტელიანი, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ეხმაურება.

მისი თქმით, ის რაც პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე საზოგადოებამ იხილა, ყოვლად დაუშვებელია.

„ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, ის რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ოლიმპიური თამაშები ასოცირდება ერთიანობასთან, თანასწორობასთან, ურთიერთპატივისცემასთან. ის, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახეთ, ყოვლად დაუშვებელია. ოლიმპიადაში მონაწილეობს სხვადასხვა რწმენის და აღმსარებლობის სპორტსმენი და ყველა მონაწილისათვის და დელეგაციისთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც უშუალოდ ქრისტიანობას დარტყმას აყენებდა. ყველაზე მძიმე ქრისტიანებისათვის იყო ამის ნახვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებსაც ანალოგიური რეაქცია ექნებოდათ.

ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ამან მსოფლიოში. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ახლა დაწყებული, დიდი ხანია მიმდინარეობს ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე შეტევა, იგივე ჩვენს ქვეყანაშიც და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა, ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც ამდენი ხნის მანძილზე საქართველო დგას. ვფიქრობ, ყველამ ღიად უნდა დააფიქსიროს აზრი ამ თემაზე და დაგმოს ეს ყოვლად მიუღებელი პროპაგანდა. აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სპორტსმენს. ხაზგასასმელია, რომ ქრისტიანები არასდროს არავის არ უტევენ, პირიქით კი გაჩაღებულია ბრძოლა ჭეშმარიტი რწმენის წინააღმდეგ“,-აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

მერაბ.g შენი ბიჭობა რა თქმა უნდა არავის სალაპარაკო არაა, მაგრამ ხომ იცი ამ პოზიციისთვის მეცოცხეები, ანუ ფარული პედერეასტები დაგწყევლიან! :))
3 თვის უკან