ის, რაც „ლელომ" პირველი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არ სურს, რომ "ლელომ" რაიმე ტყუილითა და ტყუილის ტირაჟირებით დაიწყოს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული არიან მითქმა-მოთქმით, ინფორმაციის ფალსიფიცირებით.
საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით ნახავდა. ამიტომ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.