„ლელოს“ პარტიული შეკრების შემდეგ, მამუკა ხაზარაძეს, ანაკლიის პორტის საკითხზე წაგებული არბიტრაჟის შესახებ მედიასთან კომენტარი კვლავ არ გაუკეთებია. თემაზე მედიის შეკითხვებს არც ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომელმაც ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ანაკლიის პორტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ააშენებს.
სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს 6-ჯერ გადაუწია ვადები, 40-ჯერ შეუცვალა კონტრაქტი და კონსტიტუციური გარანტიებიც მისცა.
საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება 6 დღის წინ გახდა ცნობილი. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს და სახელმწიფოს სასარგებლოდ, 650 000 დოლარის გადახდა დააკისრეს.
ამჯერად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია გამოვლინდა.