ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გაცემის შეჩერებაზე: ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გაცემის შეჩერებაზე: ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა

ძალიან უცნაურია ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მიზეზი პირადად მე არ მესმის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და ბუნდოვანია.

„ეს თითქოსდა დემოკრატიის უკუსვლასთან არის დაკავშირებული, რომელიც ძალიან ბუნდოვანია. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ისინი სად მიმართავენ ამ თანხას, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს; როგორც ევროკავშირმა გადაუნაწილა 30 მლნ ევრო „ენჯეოებს“, რომელიც ჩვენს ჯარს მოაკლო, იმავეს იზამს თუ არა აშშ - მოდით, მოვლენებს დაველოდოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.