[მამუკა] ხაზარაძეც და [ბადრი] ჯაფარიძეც განულებულია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
დეპუტატი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში არიან, რადგან მათი პოლიტიკაში მოსვლის საკითხი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან, რომ თავი შეეფარებინათ პოლიტიკისთვის და ახლა ეს ერთადერთი საშუალება და მიზანიც ჩამოეშალათ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.