შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ელგუჯა ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 დეკემბერს თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე,  სასტუმრო „ასტორია“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე,ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ფარიზ შარიფოვს და მიიმალა. შარიფოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).