გივი მიქანაძე: გამჭვირვალობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ დონორს უზიარებენ ყველა ინფორმაციას და საზოგადოებისგან ამ ინფორმაციას მალავენ

გივი მიქანაძე: გამჭვირვალობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ დონორს უზიარებენ ყველა ინფორმაციას და საზოგადოებისგან ამ ინფორმაციას მალავენ

გივი მიქანაძე ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

„აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სპეკულაციური და მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ორკესტრირებულად დაიგეგმა და სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალურად, არასამთავრობო სექტორმა ცალკე და ახლა უკვე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წარმოადგინეს, იმისთვის რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სიტუაციის სიმძაფრე აჩვენონ, რაც რეალობას არ წარმოადგენს.

გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც რეალურად აჩვენეს, რომ გამჭვირვალე არიან. გამჭვირვალობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ დონორს უზიარებენ ყველა ინფორმაციას და საზოგადოებისგან ამ ინფორმაციას მალავენ“, - აღნიშნავს მიქანაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მერაბ.g 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასო "სამართლიანმა არჩევნებმა" გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებდა ... ეს დასკვნა გახდა ოპოზიციისთვის ერთადერთი საფუძველი და გრძელდებოდა არეულობა ... მხოლოდ 11 დეკემბერს, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დღის წესრიგში დადგა არჩევნების რეალურობის შემსწავლელი კომისიის შექმნა, ამ ასომ განაცხადა, რომ შეესალათ, დათვალეს სერბული კანონით (??) სინამდვილეში გაყალბება არ ყოფილა! აქ მთავარი სხვაა: იმ დღეებში გვარამიასთან პ/ეთერში ამ ასოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ 27 ნოემბერს უკვე იცოდნენ, რომ შეცდნენ და აღნიშნულზე აცნობეს სათაო ოფისსაც; ისმის კითხვა, ვთქვათ შეცდნენ, იმ 27 ნოემბერს მაინც რატომ არ აცნობეს ხალხს, მათ, ან მათმა სათაო ოფისმა, რომ დაშვებული იყო შეცდომა? პასუხი მარტივია - იყო არეულობა და იქნებ ძალადობრივად შეცვლილიყო ხელისუფლება და გაჩუმდნენ; ხოლო მას მერე, რაც პარლამენტი შეიკრიბა და მათი სიცრუე აუცილებლად გამჟღავნდებოდა, ამოღერღეს სიმართლე
3 თვის უკან