ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე

ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე

იმ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, შესაძლებლობა აქვთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება. 
30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარით ვებინარს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებებსა და რჩევებს გაგიზიარებენ. 

ვებინარის ფარგლებში:

•    გაიგებთ როგორ ისწავლოთ ამერიკაში სრული დაფინანსებით;
•    დეტალურად გაეცნობით პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს;
•    მიიღებთ აპლიკაციის შევსებისთვის მნიშვნელოვან რჩევებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

* შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის გავლის დროს გამოყენებულ მეილზე მიიღებთ.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.