საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზურაბ გირჩ ჯაფარიძის დაკავებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ჯაფარიძემ განზრახ დაარღვია კანონი და საკუთარი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, ზუსტად იცოდა მის მიმართ მოთხოვნა რა არის. ასევე ის აღირებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი, შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასე რომ, აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.