მამუკა არეშიძე -

მამუკა არეშიძე - "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აბსოლუტურად გაუმართლებლად ვთვლი და მაშინვე ვაცხადებდი ამას"

"მთავარი მინუსი, რაც ამ ხელისუფლებას აქვს, ეს არის დაპირებების ვერშესრულება პროცესი არც კი დაძრულა, ამის გამო საყვედუროობს მათ საზოგადოება. არსებობდა ობიექტური მიზეზები, რის გამოც შეიძლება დაპირებები ვერ ასრულებულიყო. აი, მაგალითად , სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას ტავს მოახვიეს კოაბიტაციის ტემა - ეს იყო მთავარი მიზეზი. დასავლეთი "ნაციონალების" სადარაჯოზე დადგა, რომ ისინი არ "დაეჩაგრათ". თუმცა ამას ახლდა სუბიექტური მიზეზები - არ იყო პოლიტიკური ნება და ვერ მოიფიქრეს სისტემა, როგორ გაკეთებულო ეს ყველაფერი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: "არ მინდა ირაკლი ღარიბაშვილს სიტუაცია აერიოს" / რომელ სამინისტროშია მოსალოდნელი საბოტაჟი?

"ტარიფების შემცირებაზე დანაპირები ვერ შესრულდა, რადგან ისეთი ვალდებულებები აჰკიდა წინა ხელისუფლებამ ზოგიერთ მსხვილ ბიზნესკომპანიას, რომ ამას შეეწირა, მაგალიტად, საწვავის ფასები. რაც შეეხება წამლების გაიაფებას, ვერ გეტყვით რატომ არ მოხდა ფასების შემცირება. დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი დააჯერეს, თუ ასე მოხდებოდა, მაშინ ბიზნესი დაინგრეოდა. როდესაც იპოტეკარების საკიტხი დადგა, ბანკირები გულამოვარდნილები მიცვივდნენ ივანიშვილთან და მოსთხოვეს, რომ რასაც ივანიშვილი დაჰპირდა ქობულეთის მცხოვრებლებს, ის პოლიტიკა არ აემუშავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრეოდა საბანკო სექტორი.მის გარშემო იყვნენ ისეთი ეკონომისტები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნაბდნენ, თუმცა მე არ ვარ ეკონომისტი და ამ თემის განსჯა ჩემგან უხერხულია. სამწუხაროდ, ივანიშვილის გარემოცვაში არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ხედვას დადებდა, რა უნდა გაეკეთებინა ხელსიუფლებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აბსოლუტურად გაუმართლებლად ვთვლი და მაშინვე ვაცხადებდი ამას. ზოგიერთმა ექსპერტმა მასხრადაც კი აგვიგდო და თქვა, რომ ივანიშვილმა ექსპერტებს შეხვედრაზე ჭკუა გვასწავლა. ძირითადად მე ივანიშვილს ორ თემაზე ვეკამათე. მე მას ვეუბნებოდი, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდა. მაშინ შემეკამათა, ცდებიო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჭიკაიძემ მთელი სისტემა შექმნა, სააფთიაქო ქსელიდან ამოღებულ იქნას ნარკოტიკების შემცველი წამლები. მეორე საკითხი ის იყო, მე ვუმტკიცებდი - კოაბიტაციამ მიიღო მახინჯი ფორმა - "ნაცებისა" და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ, ვერ გაარკვევდი, ვინ ვინ იყო. ამას სიმბიოზი ვუწოდე. ამ ჩახუტებით "ნაცები" საკუტარ ქონებას "აპრავებენ" და "ოცნების" ზოგიერთი წევრიც წილში ჰყავთ. იქვე ვახსენე დეპუტატ ფაიქრიშვილის თემა, რაზეც ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ მართალიო. დღეს ირკვევა, რომ ფექირიშვილი, რომელიც არის "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერილი მაჟორიტარი, არის "კონსერვატორებთან "ჩახუტებულ" მდგომარეობაში. ვინც "ნაცბანდას" წარმოადგენდა გარდაბნის რაიონში და ჩვენ გვებრძოდა, დღეს ყველა კონსერვატიული პარტიის წევრია", - განაგრძობს ექსპერტი.

"ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაიწყო ის, რასაც ვვარაუდობდი. კოალიცია ადგილობრივ არჩევნებამდ არ დაიშლება, მაგრამ კოალიციის შიგნით ისეთი ომი ატყდება ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში და მათი დაპირიპირების მიზეზი იქნება, ვინ რამდენ კანდიდატურას გაიყვანს,. ბრძოლის დასაწყისში კოალიცია იყო მონოლოთური, მაგრამ შემდგომში ერთმანეთი ჩაძირვა დაიწყეს, თავადაც რომ გამოჩენილივნენ. მეც ამ პროცესს შევეწირე. ვინც მებრძოდა, ნაწილი გარიყულია "ოცნებიდან", ნაწილი მინისტრების სავარძელში ზის. ასეთი იყო ტენდენცია და ერთმანეთის ჩაძირვა გრძელდება დღემდე. ვიდრე სახელმწიფოს არ ჩაეყრებოდა კარგი ფუნდამენტი, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ უნდა წასულიყო. ღარიბაშვილის გარშემო პროფესიონალების სერიოზულ დეფიციტს ვხედავ, თითქმის ყველა სამინისტროში არსებობს მე-5 კოლონა, რომელიც ზოგ შემთხვევაში საბოტაჟის რეჟიმში მუშაობს და აუიცილებელია კადრების გადახალისება", - დასძენს მამუკა არეშიძე.