პროკურატურა გიგი უგულავას და კობა სუბელიანს, გაფლანგულ 400 მილიონ ლარზე მოსთხოვს პასუხს

პროკურატურა გიგი უგულავას და კობა სუბელიანს, გაფლანგულ 400 მილიონ ლარზე მოსთხოვს პასუხს

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ წამოწყებულ სკანდალს, აგრეთვე, გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს, ფაქტია, ყოველდღე „მარილი“ აკლდება და „ტონუსს“ კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხმის ჩახლეჩამდე მოითხოვენ გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისგადადგომას, გენერალური პროკურატურა შეუფერხებლად, დანაშაულში ეჭვმიტანილ მაღალჩინოსნებს თითქმის ყოველდღე პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებს. გიგი უგულავამ კი, საბოლოოდ, თავშეკავებისა და თმენის ვალდებულება, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ან თუნდაც ქალაქის ყოფილმა მერმა, სულ დაკარგა და გენერალურ პროკურორს, მისთვის ჩვეული ეპითეტებით კრიმინალსა და წერა-კითხვის უცოდინარს საჯაროდ უწოდებს.

გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, თითქოს გენერალური პროკურორის მიერ წლების წინ გერმანიაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, სავარაუდოდ, და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ფალსიფიკაცია გამოდგეს. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სიყალბის სიმართლედ წარმოჩენაში წვრთნა და სპეციფიური განათლება, საკმაოდ სოლიდური თანხები დაუჯდა. ეს სიყალბის, სიცრუისა და ფალსიფიკაციის რეალობად წარმოჩენის „კურსები“ უცხოური ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხსენებული ინფორმაცია გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ გერმანიაში დანაშაულის ჩადენის შესახებ, გიგი უგულავას გარკვეული თანხა დაუჯდა და ფარცხალაძის შესახებ ინფორმაცია, მასთან დაპირისპირებულმა ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. მიწოდებული ინფორმაცია, იმ ინფორმაციის იდენტური იყო, რაც თვითონ ოთარ ფარცხალაძემ გაასაჯაროვა. ფარცხალაძემ თქვა, რომ მას გერმანიაში პოლიციასთან ინციდენტი მართლაც მოუხდა, რაც დროულად გაირკვა და მას შემდეგ გერმანიაში გადაადგილების პრობლემა არ მქონიაო. გიგი უგულავას მიერ წარმოდგენილი საქმის დეტალები კი სიცრუე და კარგად გაპიარებული ნაციონალური ხრიკია. მოკლედ, გიგიუგულავას მიერ გენერალური პროკურორის წინააღმდეგ წარმოჩენილმა „მტკიცებულებამ“ თავისი საქმე გააკეთა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ფარცხალაძის წინააღმდეგ ნეგატიური ინფორმაცია ოსტატურად შეაჩეჩა, თანაც, ეს ისე მოახერხა, რომ ეჭვი, პრაქტიკულად, არავის შეპარვია, რადგანაც უგულავამ გაყალბების ჩვეულ მეთოდს მიმართა: ციფრებისა და სისხლის სამართლის ნომრების კორიანტელმა საზოგადოება დააბნია და ხალხმა გიგის გადაყრილი საკენკი ისევე „ჭამა“, როგორც ეს 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ უმრავლესობის ზოგიერთმა არასაიმედო პოლიტიკურმა ერთეულმა „ნაციონალებისა“ და გიგი უგულავას სასარგებლოდ ფარ-ხმალი დაყარა და განაცხადა: „რა მოხდა მერე, ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, მაგ დანაშულის ჩადენის შემდეგ დიდი დრო გავიდაო“. ნაცვლად იმისა, რომ ეჭვი მაინც გამოეთქვათ გიგი უგულავას წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, უმრავლესობიდან ყველა, გარდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა,ერთხმად აცხადებდა, რომ შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძეს ეს დანაშაული ჩადენილი აქვს, მაგრამ ეს მას არ უკრძალავს იყოს გენერალური პროკურორიო. პრემიერი ფარცხალაძის წინააღმდეგ წამოწყებულ „ნაციონალურ ომს“ გენპროკურორის შეუვალ და პრინციპულ ხასიათს, მის მიერ ბოლო ხანს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხილება-დაკავებას უკავშირებს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში სწორედ ამ თემაზე საუბრობდნენ. გია ხუხაშვილი მშვიდად, ხანგრძლივი დროით, ისე რომ სიტყვა არავისთვის შეუწყვეტინებია, უსმენდა ვანო მერაბიშვილისა და გიგიუგულავას ადვოკატთა აბსურდულ განცხადებებს. ახალგაზრდა ადვოკატმა ტელევიზიიდან დაგვმოძღვრა, თუ როგორ უსაფუძვლოდ დევნის ხელისუფლება სუფთა და წესიერ ადამიანებს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას. არადა, გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩანიშნულმა სასამართლო პროცესმა, შესაძლოა, პროცესები დააჩქაროს. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს დღეებში, გიგი უგულავა, შესაძლოა, სულ სხვა დანაშაულის გამო დაიბარონ პროკურატურაში და დიდი ალბათობაა, დააკავონ კიდეც. სწორედ, რომ ამის გამო არ კარგავს დროს და ლამის გულის წასვლამდე ლანძღავს ოთარ ფარცხალაძეს.

ექსკლუზივ ნიუსი“ შეეცადა გენერალურ პროკურატურაში გაერკვია, თუ რა სისხლის სამართლის საქმეზე შეედავება მას გამოძიება. „გიგი უგულავას ყველაზე მეტად, დავით კეზერაშვილის საქმის გამო ეშინია და ეს საქმეც დღე-დღეზე წამოეწევა, აცხადებენ პროკურატურაში. ასევე ცნობილია კეთილმოწყობის საქმედ ცნობილი „გრიფით სიდუმლო“. ეს კონტროლის პალატის მასალებია, სადაც გიგიუგულავას და კობა სუბელიანს, საბიუჯეტო თანხებიდან ასეულობით მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული. ამ საქმეს 2007 წლიდან ზურაბ ადეიშვილილობირებდა და დღემდე ჩაფარცხულია. 3 თვის წინ კი ექსკლუზივ ნიუსმა“ მის შესახებ კონტროლის პალატის მასალები გამოაქვეყნა და რეაგირებისთვის იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართა, მაგრამ ამაოდ. ამჯერად კი, გიგი უგულავას სწორედ ხსენებულ საქმეზე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გიგი უგულავას დაკავება გარდაუვალია და პროკურატურა მალე მიმართავს სასამართლოს მასზე აღძრული სხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით. ასევე არსებობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სადაცგიგი უგულავა ერთ-ერთი მთავარი ეჭმიტანილია სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვაში და აქედან თავის დაძვრენა ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამიტომაც მუშაობს მუხლჩაუხრელად უგულავა და გენერალური პროკურორის სახელს ლაფში სვრის. ანალოგიური ბინძური გეგმები აქვთ ნაციონალებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგაც...

სასწაული უნდა მოხდეს, რომ ახალ წელს გიგი უგულავა თავის ოჯახში შეხვდეს. მას საკანში განუყრელი მეგობარი ვანო მერაბიშვილი ელოდება. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ იმასაც, რომ მალე გიგი უგულავას ბედს გაიზიარებს კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, კობა სუბელიანი. კობასუბელიანს 300 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი. ამის შესახებ კონტროლის პალატის სარევიზიო კომისიის დასკვნა წლების განმავლობაში პროკურატურის „სამალავში“ განისვენებს. დროა დოკუმენტურმა მასალამ დღის სინათლე იხილოს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი აგოს.