შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2014 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2014 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 25 დეკემბერს შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2014 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აკადემიის და არქივის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კალენდარი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების პერიოდის ქართველ გმირებს ეძღვნება. მასში წარმოდგენილია 12 ქართველი მამულიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, საინტერესო ცხოვრებისეული დეტალები და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაგალითები.

კალენდარში ასევე მიმოხილულია საქართველოს იძულებითი გასაბჭოების პერიოდი. ექვთიმე თაყაიშვილის, მუშნი დადიანის, ფორე მოსულიშვილის, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის და სხვა საზოგადო მოღვაწეების გმირობასთან ერთად კალენდარში ასევე მოთხრობილია იმ ქართველი გმირი ქალების თავდადება, რომლებსაც შსს-ს არქივში არსებული ინფორმაციით, 1937-1938 წლებში ე.წ. სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.