რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ქართველის სისხლი აქვს დაღვრილი და არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ისინი გასამართლებას ვერ ასცდებიან.
"რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!! ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია, თავში არ მოუვათ კაცის მოკლა თუ გაუჭირდებათ? ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები! არჩევნების შემდეგ ნაცრეჟიმი გასამართლებას ვერ ასცდება! ის დანაშაულებიც სააშკარაოზეა გამოსატანი ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს! 9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და "ქართული ოცნების" გვერდით! აფეთქება? თქვენი მეტიკტოკე ბოევიკობა არ გაიშვას, სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.