Newsweek: გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ტრამპთან არჩევნებს აგებს

Newsweek: გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ტრამპთან არჩევნებს აგებს

მედია-ორგანიზაცია Newsweek-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა, ორი გამოკითხვა ჩატარდა, რომელთა თანახმადაც „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებს „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატთან დონალდ ტრამპთან აგებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 51% მზადაა ტრამპს მისცეს ხმა, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე ჩატარდება. ჰარისს 43% მისცემს ხმას, ხოლო 6% ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის დაუჭერს მხარს. სულ გამოიკითხა 801 ადამიანი.

ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა, როცა ბაიდენი ჯერ კიდევ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში. მაშინაც გამოკითხულთა 51% აცხადებდა, რომ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო 45% - აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს.