ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, ირაკლი კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს, ეს ყველაფერი მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების

ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, ირაკლი კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს, ეს ყველაფერი მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების

შეიძლება როგორც ერთ-ერთმა სავარაუდო ობიექტმა, ვიცოდე რაღაცები და ამაზე ვერასდროს ვილაპარაკებ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ აქ მამუკა მდინარაძე შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი, ვის მიმართაც სავარაუდოდ შეიძლება რაღაცები იგეგმებოდა. განსაკუთრებული აქცენტი, როგორც ყველანი ვხვდებით, იყო ბიძინა ივანიშვილზე, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ტერაქტის საქმის შესახებ დასმულ კითხვას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამ საქმეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე თავდასხმებს უკავშირებს.

„მახსენდება გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტი. არ ააფეთქეს თავისიან იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ?! არ ააფეთქეს?! მოგვეჩვენა გივი თარგამაძის აფეთქება?! თუ ბოლო პერიოდში მოეჩვენა ირაკლი კობახიძეს მინიშნება მკვლელობაზე?! თუ ტრამპის ყურთან ტყვია მოგვეჩვენა?! ფიცოს მკვლელობის მცდელობა მოგვეჩვენა?! ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, ირაკლი კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს, ეს ყველაფერი მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს?! მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ლიდერი მივა გამოკითხვაზე და გასცემს პასუხებს გამოძიების კითხვებს. ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც ცნობილი ხდება, სხვა რაიმე დეტალი უშუალოდ მისთვის ცნობილი არ არის.

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.

მერაბ.g ეგ ყველაფერი ვარაუდებია და მეტი არაფერი! თუ მართლა თავდასხმა და გადატრიალება იგეგმებოდა, ვიღაც დაიჭირონ, რაღაც მტკიცებულებები გვანახონ!
3 თვის უკან