ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენს თავთან ხომ ვართ მართლები?! საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისათვის, ამ ზომამდე ვართ მისული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც - ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.