მამუკა მდინარაძე: რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება

მამუკა მდინარაძე: რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება

გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო.

„შეცვლილი რიტორიკის მიზეზია უპრინციპობა, საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი, უთავმოყვარეობა და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება. ეს არის მათი მთავარი სამარკო ნიშანი, მათ სიბნელესთან ერთად. ეს არის ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.