მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, - ამის შესახებ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.

„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, - განაცხადა რამიშვილმა.

თავად დაკითხული გელა კახაბრიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლების შეკითხვები ეხებოდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილს.

 

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.