ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადება.
ანალიტიკოსის შეფასებით, ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგანაც გარედან მართვადი ოპოზიცია გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე - ტერორზე!
„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგანაც გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე - ტერორზე!
ლუსტრაცია უკვე დაწყებულია და იმედია ბოლომდე იქნება მიყვანილი“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.