„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს ოპოზიციონერთა ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც მათ მიერ საგარეო პოლიტიკის მიმართაც გამოიხატება.
„ერთმანეთს ასწრებენ უკვდავი კინოშედევრის „მიმინოს" იმ ეპიზოდის „რიმეიკში", სადაც ბრალდებული ვალიკო მიზანდარის მეგობარი, რუბიკ ხაჩიკიანი, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირავს თავის ძმაკაცს.
ჰქონდა ბრალდებულს პირადი სიძულვილი დაზარელებულის მიმართ? - ეკითხება პროკურორი. - კიო, ისეთ პირად სიძულვილს გრძნობდაო, რომ „даже" საჭმელსაც არ ეკარებოდა. - ანუ, იცნობდაო? - არ ეშვებოდა პროკურორი. - ვაჰ, ეს ინჩეს ასუმ, - უკვირდა ვართანოვიჩს - საიდან იცნობდაო, პირველად ვხედავო. მაგრამ ჭაღი გაუტეხაო, არა - ეგ კი, რატომ უნდა უარვყო, წასვლისას „შემთხვევით" სკამით გამოჰკრაო...
იმავე „რიმეიკებით" დაკავებულია დღეს ნიკა „ახალი" გვარამია, რომელსაც არც ღვინოში აღარ მოუშარდავს თურმე და არც ქართველი მშრომელი კაცის მიერ რუსეთში ვაშლის გატანა გაუპროტესტებია. დღეს ბაღ-ვენახში დარბის და გლეხების გასაგონად - "არისტაფან, არისტაფან! გეხუმრე კაცოს!“ ბღავის და მეტი დამაჯერებლობისთვის, რუსეთის ბაზრის შესახებ „я люблю тебя Россия"-ს მღერის.
ხოლო, როგორ „გაუხარდათ" ტრამპის გადარჩენა ნაცებს და მათ ახალ „თავმჯდომარე" თიკა ბოკუჩავას, ეს უკვე ერთდროულად ორი ფილმის „რიმეიკია". შეძახილით - „აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა" და „მე ყოველთვის ვამბობდი - ერთი-ორი ტრამპი აუცილებლად უნდა გვყოლოდა-მეთქი", ბოკუჩავამ რესპუბლიკელთა ყრილობაშიც კი მიიღო მონაწილეობა, სადაც ამერიკელების ყურადღება მიიპყრო ხმამაღალი შეძახილებით: "ბაიდენს რააა???"
მოკლედ... გულისამრევია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, საკუთარი მოსახლეობის დემენციით დაავადებული ოლიგოფრენებად წარმოჩენის მცდელობა. "ზამთარში! ზამთარში!" - წერს დავით ქართველიშვილი.