„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას: „გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა რეგიონში და მსოფლიოში. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". ხოლო კითხვაში: „აფრენთ ხოლმე?" – „ხოლმე" აშკარად ზედმეტია. ჯოჯოხეთში ან სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ საქართველოს კანონის გაწვევა აიძულოს. რუსოფობიით უკიდურესი ინტოქსიკაციის ფონზე, რუსები უკვე ყველგან ელანდებათ - ტრამპის საარჩევნო კამპანიით დაწყებული, საკუთარი საძინებლებით დამთავრებული. ეს არის პარანოიით გაზავებული შიზოფრენიის უკიდურესი ფორმა და ახლა უკვე გულწრფელად ვაღიარებ: წმინდა ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით, მე ეს ავადმყოფი ადამიანი მეცოდება და მინდა 5 ნოემბრის შემდეგ მაინც ეშველოს და ვუსურვო - ამერიკულ არჩევნებში, ასევე, „რუსების" ჩარევის შემდეგ, (როგორც ეს 2020 წელს „იყო"), მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი.“ - წერს დავით ქართველიშვილი.