„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დასაწყისში გადავა, რომლის ფარგლებშიც, მმართველი გუნდი როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება.
„მოსახლეობა სრულად იქნება ინფორმირებული, დეტალებში და იქნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მათთან, კითხვა-პასუხის რეჟიმი. ამ საარჩევნო კამპანიაში ყველა მიმართულებაზე გაკეთდება აქცენტი - სოციალურზე, ჯანდაცვაზე და ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეს რეალურად აწუხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.