აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს აკრიტიკებს. ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება.
„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება“, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.
ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.