საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.
ანჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით გამწარდნენ იმაზე, რომ ზურაბიშვილ-ოპოზიციის ყბადაღებულ და სრულიად არარეალისტურ თეზისს, თითქოს ეს არჩევნები რეფერენდუმია -"ევროპა თუ რუსეთი," რომ იტყვიან შუბლში მოხვდა ხალხისთვის უფრო გასაგები და მგრძნობიარე "ომი თუ მშვიდობა."
„ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა.
საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია).
როგორც ჩანს, განსაკუთრებით გამწარდნენ იმაზე, რომ ზურაბიშვილ-ოპოზიციის ყბადაღებულ და სრულიად არარეალისტურ თეზისს, თითქოს ეს არჩევნები რეფერენდუმია -"ევროპა თუ რუსეთი," რომ იტყვიან შუბლში მოხვდა ხალხისთვის უფრო გასაგები და მგრძნობიარე "ომი თუ მშვიდობა."
და კიდევ, კარგად მახსოვს რომ სააკაშვილის მმართველობის დროს "expat"-ების აბსოლუტური უმრავლესობა ნაზად გაყურსული იჯდა“, - წერს ანჯაფარიძე.