ირაკლი ქადაგიშვილო ოპოზიციაზე: თუ დღეს ადამიანებს დაელაპარაკებიან იმ რიტორიკით, რითაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობდა, იციან, რომ ამომრჩეველი დაეფანტებათ

ირაკლი ქადაგიშვილო ოპოზიციაზე: თუ დღეს ადამიანებს დაელაპარაკებიან იმ რიტორიკით, რითაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობდა, იციან, რომ ამომრჩეველი დაეფანტებათ

თუ დღეს ადამიანებს დაელაპარაკებიან იმ რიტორიკით, რითაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობდა, იციან, რომ ამომრჩეველი დაეფანტებათ - არჩევნები მოდის და ადამიანებს რეალური სიტყვის მოსმენა სჭირდებათ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ახლის“ ლიდერი საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობას სრულიად განსხვავებულად აფასებს.

​„ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკის განვითარება, კეთილდღეობა, არ დავკარგეთ ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპისკენ მიმავალი გზა მყარად შევინარჩუნეთ, დღეს სპეკულაციას იწყებენ ეს ინდივიდები (ნიკა გვარამია) და ეს ყველაფერი თავისკენ შემოატრიალონ, მაგრამ არსებობს მახსოვრობა ადამიანების გონებაში და კარგად იციან, ეს ადამიანები ადრე როგორ საუბრობდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობას სრულიად განსხვავებულად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობით მიღებული სარგებელი ქართველი ხალხის დაკვეთაა.