15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს; 16 მაისს დაკავებული იყო პირი, რომელიც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩზე თავდასხმას გეგმავდა; 23 მაისს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა; 24 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კორტეჟს შეუვარდა ავტომანქანა, რომელიც პრემიერის მანქანას უნდა შეჯახებოდა, მაგრამ დარტყმის ძალა თავის თავზე აიღო ესკორტის მოტოციკლეტმა, რა დროსაც ადგილზე დაიღუპა 61 წლის პოლიციელი. 14 ივლისს აშშ-ის მომავალი პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს - ასეთია ბოლო ორი თვის ანგარისწორებების ეპოპეა.
ნეოფაშისტური ძალების სამიზნე გახდნენ მსოფლიოს ის ლიდერები, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ გლობალური ომის ძალებს. სკანდალურ განცხადებას აკეთებს ვიქტორ ორბანი, რომლის თქმით, მსოფლიოში იზრდება იმ პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელთაც არა ომი, არამედ მშვიდობა სურთ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, დონალდ ტრამპსაც, სწორედ, მისი პროსამშვიდობო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.
ორბანი მის მიერ წამოწყებულ სამშვიდობო მისიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი და ომის მომხრე ევროპელი ლიდერები ვითარებას გულუბრყვილოდ უყურებენ. მისი თქმით, როდესაც ომში მყოფ მხარეებს მშვიდობა არ სურთ, მაშინ ძალაუფლების მქონე მსოფლიო ლიდერები უნდა გაერთიანდნენ მშვიდობის მისაღწევად.
„ომის მომხრე ძალები ცდილობენ მშვიდობის მომხრე ძალების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას. მადლობა ღმერთს, რომ ტრამპი გადარჩა, ის მშვიდობის პრეზიდენტია. არ ვადანაშაულებ ფონ დერ ლაიენს და ომის მომხრე ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი სოროსის სტილის სპეკულანტების ჯიბეში სხედან, მათი მთავარი პრობლემა გულუბრყვილობაა.
ფიქრობენ მხარეებს დაარწნუნებენ, რომ ომი კარგი რამ არ არის. როდესაც ომში მყოფ მხარეებს მშვიდობა არ სურთ, უნდა ვკითხოთ, სურთ თუ არა მსოფლიო ცენტრალური ძალაუფლების მქონე ლიდერებს მშვიდობისთვის სწრაფვა, მათ უნდა უთხრან დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მსოფლიოს მშვიდობა უნდა“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ლიბერალ-გლობალისტური ძალები არიან აგონიაში, რადგან ისინი ყველა მიმართულებით აგებენ.
„მათ ჩაუვარდათ წარმატებული ომის და ამ სახელმწიფოების ჩამოშლის პროექტი. ვერ მიაღწიეს ჩინეთთან, რუსეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ანუ ბრიკსის ბირთვთან თანხმობას გლობალური პროექტის განხორციელებაში და მათ შორის აუჯანყდა საუდის არაბეთიც კი, რომელიც ათლწლეულები მათი მოკავშირე იყო. შესაბამისად, ბოლო ინსტრუმენტს იყენებენ და გადადიან უკიდურეს ზომებზე და ეს არის ლიდერების ლიკვიდაცია. ეს ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო ამის მაგალითები: კენედის მკვლელობა, იაპონიის პრემიე-მინისტრის მკვლელობა, ასევე ინდოეთში მოკლეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ახლა დაწყებულია ახალი ტალღა, როდესაც ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ფიცოს, რომელიც არ ეთანხმება ამ გლობალისტურ განვთარებას“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
როგორც გოგავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ორბანი სოციალ-დემოკრატი და მემარცხენეა, მის კორტეჟს მოუწყვეს ავარია, ესროლეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს და მომავალ პრეზიდენტს.
„აგერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ მუქარა, რომ ის ფრთხილად უნდა იყოს, თორემ ფიცოს ბედს გაიზიარებს. მოკლედ, ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალისტები რადიკალურ ზომებზე არიან გადასული და უფრო საშიშები არიან, რომ რაღაცა სისულელეები არ გააკეთონ, მაგრამ მათი გემი წასულია. ისინი დამარცხდებიან და მარცხდებიან ყველა მიმართულებით. მსოფლიოში იკრიბება ის ალტერნატიული ძალა, რომელიც მათ ბატონობას და დომინაციას უკვე აღარ დაუშვებს, მათ შორის თვითონ აშშ-ში და ამ მოძრაობას დონალდ ტრამპი უდგას სათავეში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.