გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ერთიანდებიან, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ერთიანდებიან, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციიდან, არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მისივე თქმით, სწორედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაა იმის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ერთიანდება.

„გახარიას უცნაური განცხადება, რომ „ლელოს“ განაცება არ სურს, დამცინავიც არის საკუთარი ამომრჩევლებისთვის. აბა სამადაშვილი ვინ არის, „ქართული ოცნებიდან“ წავიდა „ლელოში“?! რადიკალები ერთიანდებიან იმიტომ, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, სხვა მიზანი გაერთიანების არ შეიძლება არსებობდეს. 5 ნომრის გარდა, სხვა პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.