მოქცევაი საკვირველი - „იმიტომ არიან სამარცხვინოები, რომ არ აქვთ ღირსება, არც პრინციპი“

მოქცევაი საკვირველი - „იმიტომ არიან სამარცხვინოები, რომ არ აქვთ ღირსება, არც პრინციპი“

რატომ შეცვალა „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოზიცია რუს ტურისტებთან და რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით? რამდენიმე წლის წინ ნათქვამი სიტყვების შინაარსს გვარამია აღარ იმეორებს. ამბობს, რომ წარსულშიც გულწრფელი იყო, თუმცა მისი მწვავე განცხადებები რუსეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობდა. „ახალის“ თანადამფუძნებელი ახლა ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთთან ე.წ. „არ გაღიზიანების“ პოლიტიკის მომხრეა.

მისი შეცვლილი რიტორიკა მმართველი გუნდისთვის წინასაარჩევნო ხრიკია. ისინი გვარამიას შეცვლილ რიტორიკას „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს უკავშირებენ. ხელსიუფლებაში ფიქრობენ, რომ ეს გვარამიას მხრიდან მათ მიერ ამ მიმართულებით სწორად გადადგმული ნაბიჯების აღიარებაა.

„ახლის“ ლიდერმა ერთ-ერთ ეთერში რუსეთთან ფრენების აღდგენა, ვაჭრობა და ტურიზმი პოზიტიურ ჭრილში განიხილა.

 „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“, - აღნიშნა მან.

„ნიკა გვარამია ნიჭიერი ცინიკოსია, თურმე რუსეთთან ფრენები ახლა გახდა მისაღები, ახლა რიტორიკის შეცვლა უწევთ“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„რუსეთთან ფრენები როცა აღდგა, ეს როგორ გაბედეთო და რუსეთუმეს გვეძახდა, ახლა რა მოვისმინეთ „კვესოსთან?“ – რუსეთთან ვაჭრობა უნდა იყოსო, რუსი ტურისტები შემოვიდნენო. ჰგონიათ, მათი განცხადებები ხალხს არ ახსოვს და ფერიცვალება მოხდა? იმიტომ არიან სამარცხვინოები, რომ არ აქვთ ღირსება, არც პრინციპი და არც იმის ერთი ადგილიც, რისი სჯერათ, იმას მიჰყვნენ. კარზეა არჩევნები და თურმე ფრენები მისაღები ახლა გახდა. რუსეთს სტრატეგიული ობიექტები სწორედ ამ ხალხმა მისცა, მათი პოლიტიკის გამტარებლები არიან. ახლა უწევთ, უკან ჩააგდონ „ზადნიში“ და რიტორიკა შეცვალონ, აი, ეს ხალხი არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა გვარამიას ახალ პოლიტიკური გზავნილებს, არათანმიმდევრულს და დამაზიანებელს უწოდებენ კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა მედიამენეჯერმა დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს. მეორე ნაწილისთვის კი, გვარამიას რიტორიკის გარდასახვა მხოლოდ პოპულიზმია.

„რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ, პოლიტიკოსი ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი?! ციხეში გამოსწორდა. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“, - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გვარამია ცდილობს ამომრჩევლის გული გზავნილების შეცვლით მოიგოს. მისი თქმით, ამ ფორმით გვარამია ქართული საზოგადოების უმრავლესობის საჭიროებებზე პოპულისტურად თამაშობს.

„როგორც ჩანს, პარტია „ახალი“ ელექტორატის მიმხრობას, ახლა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების დაპირებით ეცდება. ეს ვაჟბატონი არის შარლატანი, რომელიც თუკი დასჭირდება, ყველაფერს იკადრებს. კაცი რომ საკუთარ ნათქვამს ასე უცბად გადათქვამს, მისი ნდობა შეიძლება?! სწორედ მისი ხელისუფლების ლიდერები არ იყვნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, რომლებიც ამტკიცებდნენ რუსულ ფულს სუნი არა აქვსო?! ასევე, სააკაშვილი საზღვარზე იდგა და რუს ტურისტებს ეხვეწებოდა შემოდითო. ეს ხალხი ოღონდ პარლამენტში მოხვდეს და ყველაფერს იკადრებს. გვარამია მიხვდა, რომ ამ ანტირუსულ პროპაგანდას ყავლი გაუვიდა. ჩვენი მოსახლეობა, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე მიხვდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორი წლის განმავლოაბში ყველაზე სწორი და პრაგმატული პოლიტიკა გაატარა.

ამიტომ ოპოზიციის რიტორიკა უკრაინის ომზე და აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ჩავარდა. ხალხმა უარი უთხრა ამათ მცდელობებს და პირიქით, ოპოზიცია დაზიანდა. ახლა მისი პატრონები ასე ხედავენ საჭიროდ, რომ გვარამიამ ამ მუსიკაზე უნდა იმღეროს. აბა, პარლამენტში სხვაგვარად ვერ მოხვდება. ომის პროპაგანდით ვერ გადიან შორს. ლიაკა ხოშტარია რუსულ რუბლებს არ იღებს, მაგრამ გარეთ ყველაზე რუსოფობის იმიჯს იკრავს. ესეა გვარამიაც, როცა როგორ და რა დასჭირდება, იმას ილაპარაკებს“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, გვარამიას ეს ფანდი მაინც არ გამოუვა. კახელებსაც კარგად ახსოვთ ღვინოზე რაც აკადრა და სხვა კუთხის წარმომადგენლებსაც, რომელთაც რუსეთთან ვაჭრობის და პროდუქტის გატანის გამო აგინა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გვარამია არის ნულპროცენტიანი პოლიტიკოსი, რომლის არც ერთ სიტყვას საზოგადეობაში ფასი არა აქვს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის და პოლიტიკოსების არათანმიმდევრულობა რიგი საკითხების მიმართ, რა თქმა უნდა, ამომრჩეველში კითხვებს აჩენს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ გაუგებარია გვარამიას რიტორიკის ცვლილება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ის თავს პროდასავლელ ლიდერად წარმოაჩენს.

„ნამდვილად მიჭირს იმაზე საუბარი, რატომ შეცვალა გვარამიამ პოზიციები რუსეთთან დაკავშირებით. ერთი ისაა, რომ ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარ პოზიციებს ცვლის და ის, რაზეც ადრე საუბრობდა, მით უმეტეს იმ ტონით, როგორიც ამ თემაზე განცხადებები აქვს გაკეთებული, არამომგებიანია. ჩვენს ქვეყანაში არავის არაფერი ავიწყდება, მითუმეტეს ინტერნეტის და კომპიუტერის ეპოქაში ვართ. ამიტომ თუ ამას წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის აკეთებს, მაშინ შემცდარა, რადგან მის ამ ნათქვამს ნაკლები დამაჯერებლობა ექნება. საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიციას მოუგო. ამიტომ ახლა ამაზე აპელირება, რა პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს გვარამიას, პროგნოზის გაკეთება მიჭირს. მაშინ უნდა ახსნას, ახლა რატომ შეიცვალა პოზიცია და რა არის ამის მიზეზი“, - ამბობს ძაბირაძე.

მერაბ.g რამდენიმე წლის წინ ისტერიკაში ჩავარდნილმა პასიურმა მამათმავალმა გვარამიამ რა თქვა, ის კი არაა მთავარი, არამედ ის, რომ მთელი სანაცეთის პოლიტიკაა არა აუსეთს! არ დაველაპარაკოთ, არ ვიფრინოთ, არ ვევაჭროთ... სანქციები დავუწესოთ, რუს ტურისტებს ქუჩაში ავედევნოთ და ვაგინოთ ...ახლა რა გამოვიდა "რუსულია" სალანძღავი აღარაა? არანაირი მნიშვნელობა არა აქვს გვარამია, ხაზარაძე, მელია ვაშაძე, ხაბე, ბოლუცავა რას იტყვიან, იმიტომ "რუსულიას" გარდა არაფერს იძახიან არც მათ ასვრილ წარსულზე და არც მომავალზე! რატომ უნდა მივცეთ ხმა? თურმე იმიტომ რომ ეს ხელისუფლება შეცვალონ; და რომ შეიცვლება რა?
მოკლედ ესენი პარლამენტის მეტი მანდატისათვის იბრძვიან და ერთი ჯღავილი კიდევ სიების შედგენის დროს იქნება
4 თვის უკან