შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჩერმენ ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სხეულით 25 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბუტექსი“ შემოიტანა.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ჩერმენ ა-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).