შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ტარიელ ს. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქუთაისში, ინგოროყვას ქუჩაზე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან „ა-კა-ემ“-ის სისტემის 293 და კარაბინის 260 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ვაზნები სასროლად ვარგისია.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).