ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1967 წელს დაბადებული მარინე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპეტრტიზის დასკვნით ამოღებულია 2,43 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს განსაკუტრებით დიდი ოდენობით ნარკოტოკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).