იტალიურ არჩევნებში მუსოლინიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა

იტალიურ არჩევნებში მუსოლინიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა

რომი. 8 აპრილი.

გამოქვეყნებულია არჩევნების შედეგები. მიცემულ 7 მილიონ ხმიდან ფაშისტებმა მიიღეს 4 200, 000 ხმა, ლიბერალებმა - 520 000, ლიბერალურ კონსტიტუციონურმა ოპოზიციამ - 260 000, „პოპოლიარიმ“ – 650 000, რესპუბლიკანელებმა - 130 000, რეფორმისტებმა - 440 000, სოციალ მასქიმალისტებმა - 350 000, კომუნისტებმა - 190 000.

რეფორმისტებმა და სოციალ-მაქსიმალისტებმა მიიღეს პარლამენტში 48 ადგილი, (135 ნაცვლად, რომელიც ჰქონდათ წინად), კომუნისტებმა 17 ან 18 (ნაცვლად 15-ისა).

არჩევნებმა დაამტკიცეს, რომ ფაშიზმი რჩება უმრავლეს ძალათ. ფაშისტებმა პირველად 30 წლის შემდეგ მოახერხეს საერთო ნაციონალური პარტიის შექმნა ბურჟუაზიის ინტერესების დასაცავად.

მაგრამ არის აგრეთვე ნიშნები ფაშიზმის დასუსტებისა. ასე მაგ. ჩრდილოეთ იტალიაში ყველაზე ოპოზიციონურმა პარტიებმა შეაგროვეს მეტი ხმები, ვიდრე ფაშისტებმა. ფაშისტების გამარჯვება უზრუნველყვეს ჩამორჩენილმა ოლქებმა სამხრეთ და ცენტრალურ იტალიაში და სიცილიაში.

პარიზი. 8 აპრილი.

საფრანგეთის პრესა თავშეკავებულად უკეთებს კომენტარებს იტალიაში მომხდარ პარლამენტის არჩევნებს.

„ჟურნალ ინდუსტრიელ“ საპარლამენტო ფაშიზმს საშიშრად სთვლის, რადგან მუსოლინი შესაძლოა გახდეს პარლამენტის უმრავლესობის ტყვეთ და მას აღარ შეეძლება მეორე პაპის როლის თამაში.

ბერლინი. 8 აპრილი.

რომიდან მიღებული ცნობით, ფაშისტები ფიქრობენ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები მისცემენ მუსოლინის მთავრობას 400 ადგილს 534 სადეპუტატო ადგილიდან.

რომი. 10 აპრილი.

არჩევნების საბოლოო შედეგები: ყველა 15 საარჩევნო ოლქში მიცემულია 7. 628. 859 ხმა, ე. ი. ამომრჩეველთა 63 პროცენტი წინააღმდეგ 52 პროცენტისა 1919 წელს და 58 პროცენტისა 1921 წელს.

ორივე ოფიციალურმა ფაშისტურმა სიამ მიიღო 4 693 690 ხმა - ყველა მიცემულ ხმების 65.26 პროც.

რომი. 10 აპრილი.

იტალიაში იმართება ფაშისტური დემონსტრაციები. ქალაქები მორთულია. რომი ემზადება მილანიდან გამოსულ მუსოლინის შესახვედრად.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას