გადამწყვეტი 8 ივლისი - ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების ფონზე, ვისთან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს?!

გადამწყვეტი 8 ივლისი - ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების ფონზე, ვისთან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს?!

მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩვნების წინასაარჩევნო მზადება ახალ ფაზაში გადადის. დღეს ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ვინ დარჩება თამაშგარეთ. ოპოზიური პარტიები ეძებენ გზებს, თუ როგორ შეიძლება გადალახოს ოპოზიციამ ეს ზღვარი. შესაბამისად, ოპოზიციაში შესაძლო გაერთიანებებსა და ერთგვარ გადაჯგუფებებს უნდა ველოდოთ. ამ მხრივ 8 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ცნობილი უნდა გახდეს, რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

ვიცით, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დიდი გაერთიანების და საერთო სიის მომხრეა, თუმცა მოწოდებასსტრატეგია აღმაშენებლისგარდა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების ნაწილი რამდენიმე ცენტრის ფორმირების იდეას ემხრობა. ცნობილია, რომნაციონალური მოძრაობადასტრატეგია აღმაშენებელიმარტო არ იქნებიან და წინასაარჩევნოდ მათ ერთობაში შესაძლოა სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც აღმოჩნდნენ.

მსგავსი გაერთიანების მომხრეა ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება გაზრდის შანსს, რომ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში 76 მანდატი ვერ მოიპოვოს. როგორც ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობას გაზრდიდა ისეთი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომლებიც შუაშისტებად მოიაზრდებიან - ასეთია როგორც ლელო, ასევე გიორგი გახარია - საქართველოსთვის.

ნაციონალურ მოძრაობის ფრთაზე ორი პოლუსია - ახალი და ძველი ნაცმოძრაობა. კარგი იქნება, თუკი ამ ორი პოლუსის ირგვლივ დაჯგუფდებიან ის წვრილი პარტიები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ გამოეყვნენ მას. სტრატეგია აღმაშენებელს გადაწყვეტილი აქვს უკვე და გასაგებია - ამ ეტაპზე საუბარია ევროპულ საქართველოზე, დროაზე, გირჩი - მეტი თავისუფლებასა და სხვა წვრილი პარტიები. ეს ძველი ნაციონალურ მოძრაობის ხმების მობილიზაციას მაქსიმალურად მოახდენდა.

რაც შეეხება .. შუაშისტურ ნაწილს, ძალიან კარგი იქნებოდა თუ დაჯგუფდებოდა ლელო და გახარიას პარტია - მათთან ერთად კი ყოფილიყვნენ ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი, ასევე სხვა არანაციონალური წარმომავლობის პარტიები. ასეთი დაჯგუფების შემთხვევაში გარანტირებული იქნებოდა, რომ ქართული ოცნება 76 მანდატს ვერ აიღებდა, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამის ფონზე ისმის შეკითხვა, ვისთან შეიძლება ვიხილოთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროდასავლურ ლიდერად არის მიჩნეულია? - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში უშუალოდ ჩაერთვება, რადგან მისი შეფასებით, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. ძაბირაძის თქმითვე, თუკი ზურაბიშვილს არჩევნებში ჩართვა სრუდა, ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა, ეს კი ახლა გვიანია.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, მან გააკეთა განაცხადი, ვგულისხმობ ქართულ ქარტიას. მის ამ ქარტიასა და ერთიანობის დეკლარაციას ერთმანეთთან ვაკავშირებ, რადგან ზურაბიშვილმა ამ ქარტიით ირიბად აღაირა, რომ მეორე ვადით კენჭს იყრის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხოლო პარტიებმა, რომლებმაც ბრიუსელში ხელი მოაწერეს ერთიანობის დეკლარაციას, ღიად თქვეს, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბიშვილი იქნება.

ზურაბიშვილის მხრიდან არჩევნებში პირდაპირ მონაწილეობას არ ველოდები, თუ ასეთ გადაწყვტილებას მიიღებს ის, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან გვიან. თუ ის ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგებოდა და საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩაერთვებოდა, ეს ადრე უნდა გაეკეთებინა, ახლა ამის დრო არ არის. ზურაბიშვილი რჩება ოპოზიციის ლიდერად, ოღონდ ის არჩევნებში პირდაპირ არ მონაწილეობს, უბრალოდ, იქნება საგარეო ორიენტაციის მიმანიშნებელი, - დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 8 ივლისის ყრილობაზე, ნაცმოძრაობაში შესაძლოა ვიხილოთ ახალი სახეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეწევიან. როგორც ანჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელი გაერთიანება ოპოზიციაში კრახისთვის არის განწირული.

ნაცმოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი გააფორმებენ ერთობას პარტიების ყრილობაზე, თუმცა, უცნობია, სტრატეგია აღმაშენებელი შეინარჩუნებს მის პარტიულ იდენტობას თუ შეერწყმება ნაცმოძრაობას. ვიცით, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ბლოკების შექმნა აკრძალულია და მაღალი ალბათობით, სტრატეგია აღმაშენებელი გამოვა 5 ნომრით.

ნაცმოძრაობაში დამატებით, ალბათ, ახალ სახეებს ვიხილავთ - ეს შეიძლება იყვნენ ის დეპუტატები, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან და დამოუკიდებელი დეპუტატების როლს თამაშობენ, ასევე იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომლებიც მანამდე პოლიტიკაში არ ყოფილან - მხოლოდ ეს იქნება მათგან სიახლე.

რაც შეეხება ერთიანობის დეკლარაციას, უცნობია რა კონფიგურაციით შეიძლება წარდგეს ის 7 პარტია, რომელმაც ამ დეკლარაციას ხელი მოაწერა, რადგან ერთიანი სიის თემა ჩახსნეს. ეფემერულ კონფიგურაცია, რომელიც აქამდეც კრახით დასრულებულა, ვფიქრობ, ახლა იგივე ბედი ელის, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს წინასაარჩევნო მზადებაში, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობიდან არ გადადგება.

არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვინმესთან მოხვდეს, ამის ალბათობა თითქმის ნულოვანია. მან თავიდანვე გამოაცხადა საკუთარი თავი ზეპარტიულ ლიდერად და თუ რომელიმე პარტიას მიუერთდება, მაშინ მან პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დატოვოს, ხოლო პრეზიდენტის თანამდებობა მას ახლა ჰაერივით სჭირდება. ეს არის მისთვის ერთგვარი დამცავი ქოლგა და დასავლეთი სწორედ ასეთ პლუაში განიხილავს მას, როგორც ოპოზიციის გამაერთიანებელი, ზეპარტიული ლიდერი. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ის რომელიმე პარტიას მიუერთდება, არამედ დარჩება იმ როლში, რაც თავად მოირგო, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

მერაბ.g გადამწყვეტი არა ბუშტი! ბოკერია სად იქნება, ჩახდილი, ხოშტარია, გვარამია, ან ხაზარაძე რა მნიშვნელობა აქვს? ესენი და მეცოცხეთა ძველი გვარდია ერთად 20-22%-ია; გინდა ერთად დასვი, გინდა ცალცალკე ან თავდაყირა რა?
ლელოზე გამახსენდა, გენპროკ=ობის კანდიდატმა გაბიტაშვილმა თქვა, უნდა მოხდეს თაღლითობის საქმეებზე სპეციალოზაციაო; ეს არაა დისკრიმინაცია და პოლიტიკური ზეწოლა? ხაზარაძის საქმე რატომ უნდა გამოიძიოს სპეცპროკურორმა?
2 თვის უკან
Gami გააბნია ძაბირაძემ ლობიო მარცვლები და დაიწყო მკითხაობა... "ლელოს" და გახარიას შუაშიო.... კიდევ ისაო, მერე კიდევ ესაო... ავოე!
2 თვის უკან
მერაბ.g აჰა, მოვიდა 8 ივლისი და რა? რაა გადამწყვეტი, კორძახიას, არმაზის, ჭჭ-ს გამოფრიალება? თუ ხაზარაძე-გვარამია-მელია-ჩახდილი-რუბლოვნას "ადგილზე ნაბიჯით სიარული?" მე ნანახი მაქვს კომუნისტების დროინდელი სამხედრო ბილეთი, სადაც ეწერა: "ნეობუჩიონნიჰ სოლდატ" ასეთი დიაგნოზები ქართულ პოლიტი8კაში რომ იწერებოდეს> იცით რამდენი "ნეობუჩიონნიფ პოლიტიკ" გვეყოლებოდა? რაც პარლამენტში იყო და არის ან სტუდიებში რომ ყელყელაობენ, მათი 90%!
2 თვის უკან