შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ვიქტორ ხ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია ჰეროინის შემცველი 2,12 გრ ნარკოტიკული საშუალება.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით).