რომელმა პარტიამ აიღო „რაზგონი“?

რომელმა პარტიამ აიღო „რაზგონი“?

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

ერთადერთი პარტია, რომელიც კლასიკური სქემით მოქმედებს და წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება, ნინო ბურჯანაძის პარტიაა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ "რაზგონი" ჯერ არ აუღიათ, – ამბობს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრეზიდენტობის მსურველთა შანსებს, ცინცაძის აზრით, თეორიული შანსი ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილით დაწყებული, ყველა ოპოზიციონერ ლიდერს აქვს, თუმცა პრაქტიკული შანსი ჯერ არსად ჩანს.

პოლიტოლოგი გაერო–ში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას სატელევიზიო გამოსვლასაც ეხმიანება და მის განცხადებებს დიპლომატიის კლასიკურ მაგალითად აფასებს. ცინცაძის თქმით, ირაკლი ალასანიას გამოსვლა არ იყო სენსაციური, რადგან მან ყველა კითხვას დიპლომატიურად გასცა პასუხი, დეტალები კი არ დააკონკრეტა.

„მან თქვა, რომ კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციური ძალებთან მიმდინარეობს, თუმცა არ დააკონკრეტა, რა გზით. მე არც ველოდი, რომ ის ინგა გრიგოლიას ყველაფერს ჩაუწიკწიკებდა, თუ სად მიდის, რომელ ოპოზიციურ ძალასთან ერთიანდება და ა.შ. დიპლომატი რისი დიპლომატია, მთავარი თუ თქვა! ის ჭკვიანი ბიჭია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა,“ – განაცხადა სოსო ცინცაძემ.