პრემიერს ჰქონდა საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მიადგილემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხის დაკვეთა და არა ის, რა იქნება დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. ეს ყველაფერი პრემიერმა საზოგადოებას ძალიან კარგად გადასცა, მაგრამ, ყველაზე მთავარი რაც პრემიერმა საზოგადოებას უთხრა, ეს არის ხვალინდელი დღე - გაერთიანებული საქართველო და დამარცხებული სიღარიბე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.